თავში

"არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციით შეგვიძლია მუშაობა" - მაღალაშვილი

"არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციით შეგვიძლია მუშაობა" - მაღალაშვილი
არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციით შეგვიძლია მუშაობა - მაღალაშვილი

"რითეილ გრუფ ჯორჯიას" დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სავაჭრო ცენტრებში შაბათ-კვირას მომხმარებლების ნაკადის მართვა სრულიად შესაძლებელია.

მისივე თქმით, ბიზნესიის წარმომადგენლები ეცდებიან მთავრობის დარწმუნებას, რომ შაბათ-კვირაზე შეზღუდვის მოხსნა არ დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

"ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციებით შეგვიძლია მუშაობა, ზუსტად ისევე შეგვიძლია შაბათ-კვირასაც მხოლოდ დაშვებული რაოდენობა მივიღოთ მაღაზიებში, რიგები ვმართოთ და ა.შ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებული რითეილი არ არის ერთადერთი სავაჭრო სფეროში და სავარაუდოდ, ეს არის ამის მიზეზი, რომ გარკვეული კომპანიები ამას შეძლებენ, თუმცა ნაკლებად ორგანიზებული სავაჭრო სფერო ამას ვერ შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, იმედის მომცემი ის არის, რომ ეს არ არის გარანტირებულად, რომ პირველ მარტამდე არაფერი შეიცვლება, შესაძლებელია 1-2 კვირის ვადაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, რისი დიდი იმედიც გვაქვს და არგუმენტირებულად დავუსაბუთებთ, რომ ეს ძალიან დიდ ეკონომიკურ შვებას მოგვცემს და საპირწონედ არ დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, კონკრეტულად ჩვენს სფეროში," - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system