თავში

არასამთავრობო ორგანიზაციები მობილობის შეზღუდვაში დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მობილობის იშნებს ხედავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მობილობის შეზღუდვაში დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავენ

"სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად", - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აწერს ხელს. 

განცხადების შინაარსი მობილობის შეზღუდვასა და აღნიშნულ პერიოდში დაშვებულ რამდენიმე გამონაკლისს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. 

"ხელისუფლება ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას", - ნათქვამია განცხადებაში.  

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე; გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system