თავში

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები დაფიქსირდა- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს.

"სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო საზოგადოების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს და გარკვეულ დარღვევებზე ისაუბრეს

"ზეწოლა მუქარის ფაქტები დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად ოპოზიციური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერების მიმართ.  მათ ემუქრებოდნენ, რომ დაკარგავდნენ სამსახურს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა თვალთვალი, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის ქალი წევრების მიმართ და მათ ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. კონკრეტულ პირებს, ვინც დასაქმებული იყვნენ ბაღებში და სკოლებში სთხოვდნენ სიების წარმოდგენას, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა არჩევნების დღეს უბანზე. 

დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა დმანისში, ბოლნისსა და განსაკუთრებით მარნეულში, სადაც ჟურნალისტებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანება. საეჭვო იყო მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები, რომელშიც დომინირებდა მხოლოდ "ქართული ოცნება" და გამართლებული იყო პანდემიით. რამდენიმე თვით ადრე, დაიწყო ამომრჩევლის მოსყიდვა ძირითადად მმართველი კანდიდატების მხრიდან, თუმცა ეს შემთხვევები ოპოზიციური პარტიებშიც დაფიქსირდა. ასევე საყურადღებოა სასულიერო პირების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. ცესკომ ორი კვირით ადრე მიიღო დადგენილება, თუ როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა კოვდინფიცირებულ და კარანტინში მყოფი პირებს, რამაც სერიოზული პრობლემები წარმოქმნა", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system