თავში

"არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი" - ლონდა თოლორაია

"არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი" - ლონდა თოლორაია
არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და შობას ულოცავს:

"შობას გილოცავთ!

შობა ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, თანადგომასთან, სიკეთესთან. 

ბოლო 2 კვირაში იმდენი ადამიანის (ნაცნობის, სრულიად უცნობის) მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული მივიღე, არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო, რომ ამ ყველაფრის დაფასება და უკან დაბრუნება შევძლო. 

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, რომელიც ჩემს პირად ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი მძიმე მოვლენა, თუმცა უპრეცედენტო მხარდაჭერის მიღების მაგალითი!

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც არ უნდა იყოთ მანდ!", - წერს ლონდა თოლორაია  სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system