თავში

არავისი მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვშორდე - გიორგი ღოღობერიძე

არავისი მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვშორდე - გიორგი ღოღობერიძე
არავისი მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვშორდე - გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექიმი წერს, მისი ინტერვიუებისას, მთავარი აზრი მსმენელამდე არასწორი ინტერპრეტაციით მიდის.

გარდა ამისა, ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებისას დროს ტყუილად კარგავს, რადგან მის შესახებ არაერთგვაროვანი შეხედულებები ყალიბდება.

ექიმი წერს, რომ სჯობს ბევრად უფრო სასიკეთო საქმეებზე იფიქროს.

,,სამწუხაროდ, ყველა ინტერვიუ, რომელიც ჩემ მიერ არის გაცემული, საბოლოოდ, იჭრება და ისე მიდის მსმენელამდე, რომ გაუგება რჩება თავიც და ბოლოც.

რაც კი ინტერვიუ მიმიცია, ძალიან მინანია.

თუნდაც ძალიან თავშეკავებული იყო პასუხის გაცემის დროს, სათაური მაინც ისეთი დაეწერება, რომ დაბადებას ინანებ.

მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ვაქცინაციის თემას ჩამოვშორდე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თუ დალოდებას ითხოვდი, ექიმები გთვლიან ,,ანტივაქსერად" და თუ ვაქცინის შესაძლებლობებს აფასებ, პაციენტები გთვლიან ,,ნდობადაკარგულ ექიმად".

ამ ქვეყანაში შეუძლებელია, რომ დინამიური აზრი გქონდეს. სხვადასხვა ეტაპზე: ანტივაქსერიც ხარ, პროვაქსერიც, მთავრობის ნაყიდიც და ოპოზიციისაც.

ამ დროს ხარ უბრალოდ ობიექტური.

არავისი მეშინია. ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა და მექნება, მაგრამ ვხვდები, რომ დროს ტყუილად ვკარგავ.

ამ ყველაფერს სჯობს, რომ იმაზე ვიფიქრო, როგორ გავხსნა ისეთი აფთიაქი, რომ წამლები ძალიან იაფი ღირდეს?", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system