თავში

დამცავი ბარიერები მერხებთან - რა პირობებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები

დამცავი ბარიერები მერხებთან - რა პირობებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები
დამცავი ბარიერები მერხებთან - რა პირობებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით უსაფრთხო გარემო დახვდებათ. 

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, გამოცდებზე დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან, თითოეული მერხი უზრუნველყოფილი იქნება წინადამცავი ბარიერებით, ყველა სივრცე განიავდება, გამოცდის მიმდინარეობისას კი გამოცხადდება სანიტარული შესვენება.

მისივე თქმით, გამოცდებზე პირბადისა და კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული მერხი უზრუნველყოფილია წინადამცავი ბარიერით და ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული. ჩვენ, როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტსა და პერმანენტულ მუშაობაში ვართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში, რომელიც შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში.

ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია, ტექნიკურად გამართულია კონდიცირების სისტემა. რეკომენდაციების თანახმად, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში გაიმართება სანიტარული შესვენება და დეზინფიცირებული იქნება ყველა გარემო. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს, ამ დღეებში შემოგთავაზებთ,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ. 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ნახეთ, რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system