თავში

არის რისკი, რომ ერთდროულად 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს - კულუმბეგოვი

არის რისკი, რომ ერთდროულად 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს - კულუმბეგოვი
არის რისკი, რომ ერთდროულად 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ორი დოზა საკმარისად არ იცავს და საჭიროა ე.წ ბუსტერ დოზის მიღება.

„თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system