თავში

არის თუ არა შესაძლებელი, კოვიდ-19“ ადამიანს ცხოველისგან გადაედოს და როგორ დავიცვათ თავი, თუ ჩვენს შინაურ ცხოველს კოვიდი დაუდგინდება

არის თუ არა შესაძლებელი, კოვიდ-19“ ადამიანს ცხოველისგან გადაედოს და როგორ დავიცვათ თავი, თუ ჩვენს შინაურ ცხოველს კოვიდი დაუდგინდება
არის თუ არა შესაძლებელი, კოვიდ-19“ ადამიანს ცხოველისგან გადაედოს და როგორ დავიცვათ თავი, თუ ჩვენს შინაურ ცხოველს კოვიდი დაუდგინდება

ვირუსი, რომელიც „კოვიდ-19“-სიწვევს, ახლო კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანისგან ცხოველს გადაედოს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, შინაური ცხოველები - მათ შორის, ძაღლები და კატები, ვირუსით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დააავადდნენ. ისინი კოვიდპაციენტებისგან დაინფიცირდნენ.

CDC-ის ინფორმაციით, ძალიან დაბალია იმისი რისკი, რომ ვირუსი ადამიანებს ცხოველებისგან გადაედოთ.

უწყება ცხოველების პატრონებს რეკომენდაციებს აძლევს:

  • არ გაუკეთოთ ცხოველებს ნიღაბი, ეს მათთვის შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს;
  • არ გაწმინდოთ, ან დაბანოთ ცხოველი ქიმიური დეზინფექტანტით, ალკოჰოლით, ხელის დეზინფექტატორით, ზედაპირების საწმენდი სხვა საშუალებებით. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხოველიდან კოვიდი ადამიანს ცხოველის კანიდან ან ბეწვიდან გადასდებოდა;
  • დაიცავით ცხოველები, თუ თქვენ ავად ხართ - თუ თქვენ კორონავირუსით ხართ ინფიცირებული, უნდა მოერიდოთ შინაურ და სხვა ცხოველებთან ურთიერთობას ისე, როგორც მოერიდებოდით ადამიანებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ცხოველი ინფიცირებულია

ამ ვირუსით ინფიცირებული ცხოველები შესაძლოა, ავად არ გახდნენ. ავად გახდომის შემთხვევაში კი სიმპტომები ძალიან მსუბუქია, სერიოზული გართულება ცხოველებს შორის ძალიან იშვიათია.

კოვიდის გამომწვევი ვირუსით ინფიცირების დროს ცხოველებს, შესაძლოა, ჰქონდეთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ლეთარგია, ცემინება, ღებინება, ფაღარათი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას, უნდა მიმართოთ ვეტერინარს, თუმცა ვეტკლინიკაში ცხოველს თავად ნუ წაიყვანთ. ექიმმა მას დახმარება შესაძლოა, დისტანციურად აღმოუჩინოს.

თუ ცხოველს კორონავირუსი აქვს, დაიცავით მისგან თავი ისევე, როგორც დაიცავდით ინფიცირებული ადამიანისგან.

კოვიდი და გარეული ცხოველები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ „კოვიდ-19“ აშშ-ში თეთრკუდა ირმებსა და სხვა გარეულ ცხოველებში ვრცელდება. ამის შესახებ CNNწერს.

ინფექციის გავრცელების სავარაუდო წყარო ადამიანები არიან, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფექცია ცხოველებს შორისაც არ გავრცელდება და შემდეგ ისევ უკან, ადამიანებს არ დაუბრუნდება.

ცხოველთა ბოლო სახეობა, რომელმაც მეცნიერების ყურადღება მიიპყრო, თეთრკუდა ირმებია. ფერმებში ირმები ადამიანებთან ძალიან ახლოს მიდიან, უყოფენ ცხვირს ჯიბეებში, სახეს ადებენ ვიზიტორებსა და მომვლელებს ხელებზე, სახეზე და, ასეთი ახლო კონტაქტით, ისინი კოვიდით ავადდებიან.

რაც შეეხება გარეული ირმების ინფიცირებას, სპეციალისტები ამბობენ, რომ წყარო შესაძლოა, იყოს - მაგალითად, ინფიცირებული ადამიანის მიერ გადაგდებული მოკბეჩილი ვაშლი ან ხელსახოცი, რომელზეც დააცემინა.

მართალია, ძალიან დაბალია შანსი, რომ ვირუსით ადამიანი ცხოველისგან დაინფიცირდეს, თუმცა, CDC-ს ინფორმაციით, სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო SARS-CoV-2-თან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, ღამურიდან გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system