თავში

არის თუ არა ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში - განმარტება

არის თუ არა ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში - განმარტება
არის თუ არა ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში - განმარტება

ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გვაქვს. მათი ეფექტიანობა კვლავ ძალაში რჩება „ომიკრონთან“ მიმართებით, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხდა.

მისივე თქმით, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან ვაქცინების მარაგის შესავსებად.

„გრძელდება მუშაობა მომწოდებლებთან - როგორც Pfizer-თან, ასევე COVAX-პლატფორმასთან, იმისთვის რომ ვაქცინების მარაგი შეივსოს. ცოტა ხნის წინ ახალი ვაქცინა - Novavax-ი გამოჩნდა და ამაზეც ვმუშაობთ, Johnson&Johnson-ს ვაქცინაზეც მიდის მუშაობა. ბუნებრივია, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მარაგი არის და ისინი გამოიყენება როგორც პირველი-მეორე, ასევე ბუსტერ დოზებისთვის. ამდენად, მთავარია მოქალაქემ დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. არჩევანი კვლავ არის და იქნება, ასე რომ ამ მიმართულებით პრობლემებსა და შეფერხებებს არ ველოდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system