თავში

ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები - ხათუნა სამნიძე

ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება
ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე განათლების სისტემაზე და დღეს გავრცელებულ ამბავზე წერს. მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ჩანაწერმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. მათ შორის, ხათუნა სამნიძე Facebook-ზე თავისი სკოლის ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იქ დღემდე სწავლება საბჭოთა სტილით მიმდინარეობს. 

"სინამდვილეში, არც არაფერი შეცვლილა. როგორც გვასწავლიდნენ ბელადებზე, ისეა ახლაც - მორიგი ბელადის დიდება სახელმძღვანელოებში. საბჭოეთი არსად წასულა ამ სისტემისგან. არც იმ შენობებიდან, სადაც ამ ყველაფერს ასწავლიან.

ეს ჩემი სკოლის, ბათუმის პირველი სკოლის (ახლა მეორეა) ფოტოებია. არჩევნებისას უბანს ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ იგივე კი არა, უარესი გარემოა; ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საკლასო ოთახები უკეთესად მოწყობილი ნამდვილად იყო ჩემი ბავშვობისას…. ერთი სარკე დამხვდა და ის იატაკი იგივე, კედელი კი ააჭრელეს გემოვნებიანებმა. ტირილი მომინდა, ასე როგორ მეათასე ადგილასაა ამ ხელისუფლებისთვის განათლება და ბავშვები. ჰოდა, საბჭოეთია ჯერ. ჯერ კიდევ და ამ ხელისუფლების ხელში კიდევ იქნება, სად წავა, როცა ექვთიმე თაყაიშვილიაო განათლების მინისტრი საპარლამენტი ტრიბუნიდანაც გვიმტკიცებს", - წერს ხათუნა სამნიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system