თავში

"ასეთი რაღაც არ არსებობს" -მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

"ასეთი რაღაც არ არსებობს" -მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს მიმართავს
ასეთი რაღაც არ არსებობს -მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

"თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს", - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანები ხშირად თავს იმშვიდებენ, რომ შესაძლოა, სიმპტომები გაციების გამოა. ექიმი აცხადებს, რომ გაციებაც გადამდებია და სხვებს საფრთხეს უქმნის. 

"ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს - გაციება, ყველა შემთხვევაში არის რომელიღაცა ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს - ეს არის მარტივი წესი," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system