თავში

აშშ-ს საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

აშშ-ს საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
აშშ-ს საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.

დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით!"- აღნიშნულია საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system