თავში

ავარიის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა

ავარიის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა
ავარიის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ავარიის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა და რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა.

შეჯახების აცილების მიზნით კი, უკან მომავალმა ავტომობილებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system