თავში

ავარია გორში - მანქანა ქალს და მის 5 წლის შვილს დაეჯახა

ავარია გორში - მანქანა ქალს და მის 5 წლის შვილს დაეჯახა
ავარია გორში - მანქანა ქალს და მის 5 წლის შვილს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მანქანა ქალს და მის 5 წლის შვილს დაეჯახა. 

დედა-შვილი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. მათ შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system