თავში

ავარია ქუთაისში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავარია ქუთაისში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ავარია ქუთაისში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალი გზაზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მას ფეხის დაზიანება აქვს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system