თავში

ავარია რუსთავში-მოტოციკლი მცირეწლოვან ბავშვს და მის თანმხლებ პირებს დაეჯახა 

ავარია რუსთავში-მოტოციკლი მცირეწლოვან ბავშვს და მის თანმხლებ პირებს დაეჯახა 
ავარია რუსთავში-მოტოციკლი მცირეწლოვან ბავშვს და მის თანმხლებ პირებს დაეჯახა 

რუსთავში, მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე იმ დროს მოხდა, როცა მცირეწლოვანი დედას და ნათლიას ე.წ. ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი და მისი ნათლია.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც report.ge  - ს  შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system