თავში

ავარია თბილისში - ,,გლოვოს" კურიერი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავარია თბილისში - ,,გლოვოს" კურიერი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ავარია თბილისში - ,,გლოვოს კურიერი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი "გლოვოს" კურიერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system