თავში

ავარია ზესტაფონში - დაღუპულია პატრულის თანამშრომელი

​ავარია ზესტაფონში - დაღუპულია პატრულის თანამშრომელი
ავარია ზესტაფონში - დაღუპულია პატრულის თანამშრომელი

ავტოსაგზაო შემთხვევას ზესტაფონში პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით პატრულის თანამშრომელი მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მეორე მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

როგორც კლინიკა ფერომედში აცხადებენ, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები აღენიშნებოდა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

 report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system