თავში

"ავიცერი, რადგან ჯერ კიდევ არ ვარ მზად უფალს შევხვდე" - ბერი მაკარიოსი

"ავიცერი, რადგან ჯერ კიდევ არ ვარ მზად უფალს შევხვდე" - ბერი მაკარიოსი
ავიცერი, რადგან ჯერ კიდევ არ ვარ მზად უფალს შევხვდე - ბერი მაკარიოსი

ათონის წმნდა მთაზე ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა. მონასტერთა უმრავლესობამ მომლოცველთა მიღება შეწყვიტა, რადგან კორონავირუსი ელვისებურად ვრცელდება.

"მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" ინფორმაციით, წმიდა მთის მკვიდრთა 30% უკვე აიცრა, მათ შორის არიან დიდი ლავრის, ვატოპედის, ივერონის, ესფიგმენის და სხვა მონასტერთა წინამძღვრები.

აცრილებს შორის ერთ-ერთია 70 წლის სქემმონაზონი მაკარიოსი, რომელმაც COVID-19 გასულ თვეებში მძიმე ფორმით გადაიტანა.

"მე მქონდა გარკვეული ფიქრები იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვწამს უფლის და უფალი გვიცავს. თუმცა, მეცნიერება არის ის, რაც ღმერთის ხელთაა, ღმერთი ანათლებს მეცნიერებს, რათა მათ კაცობრიობის დაცვა შეძლონ", – განაცხადა ბერმა მაკარიოსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system