თავში

ავიცრათ ერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას კოლეჯ "სპექტრის" სტუდენტები შეუერთდნენ

ავიცრათ ერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას კოლეჯ "სპექტრის" სტუდენტები შეუერთდნენ
ავიცრათ ერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას კოლეჯ სპექტრის სტუდენტები შეუერთდნენ

კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფოუნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის - კამპანიას შეუერთდნენ. პროფესიული განათლების კოლეჯი უკვე მერვე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კამპანიაში ჩაერთო.

კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებმა, ლექტორებთან ერთად,აქციის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თავის მხრივ, „სპექტრის“სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system