თავში

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 300-მდე დასაქმებული ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

მათი თქმით, დღიური ანაზღაურება, რომელიც 30 ლარს შეადგენს, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე  მინიმალურია. გაფიცულების თქმით, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტირების ხარჯები შედის, რადგან ყველა ხარჯის ანაზღაურება თავად უწევთ. 

ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზობენ.

შეთავაზება მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. გაფიცულები ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system