თავში

ავტობუსის კონტროლიორი კორონავირუსით დაინფიცირდა

ავტობუსის კონტროლიორი კორონავირუსით დაინფიცირდა
ავტობუსის კონტროლიორი კორონავირუსით დაინფიცირდა

თბილისში, ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,ეს თანამშრომელი 10 დღე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო აღარ გამოვიდა სამსახურში. მას არ ჰქონდა კონტაქტი არც მგზავრებთან და არც თანამშრომლებთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს. 

ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system