თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამოყირავდა.

როგორც Report.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system