თავში

ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიცპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში სხვა ინფორმაციას არ გასცემენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system