თავში

აზერბაიჯანის საელჩომ ბოლნისში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა

აზერბაიჯანის საელჩომ ბოლნისში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა
აზერბაიჯანის საელჩომ ბოლნისში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის საელჩომ სასურსათო პაკეტები გადასცა. აზერბაიჯანული მხარის შემოწირულობა წითელ ზონაში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის დარიგებიას აქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები სულ 2100-მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს გადაეცა.

„აზერბაიჯანის საელჩომ დღეს სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პაკეტები გადმოგვცა. მინდა, აზერბაიჯანულ მხარეს ამ თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system