თავში

აზერბაიჯანის საელჩოში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოეს

აზერბაიჯანის საელჩოში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოეს
აზერბაიჯანის საელჩოში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოეს

დღეს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ნახატებისა და ესეების კონკურსის, რომელიც 20 იანვრის და 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა, გამარჯვებულები დააჯილდოეს.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა, ფაიგ გულიევმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სიგელები და საჩუქრები გადასცეს კონკურსში გამარჯვებულ 10 მონაწილეს. ამასთან,  სიგელები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი, მეგობარი, ძმური და სტრატეგიული პარტნიორები არიან.  მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის ყოველწლიური გაფართოება და გაღრმავება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, აზერბაიჯანთან კიდევ უფრო განავითაროს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system