თავში

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ სერჟანტის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

​აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ სერჟანტის დაღუპვასთან დაკავშირებით
აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ სერჟანტის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერჟანტის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"21 სექტემბერს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ ჩაიდინეს პროვოკაცია.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბოლო განცხადებისა და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მოწოდების შემდეგ ამ სისხლიანი პროვოკაციის განხორციელება ნათელი მაგალითია იმის, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის ჭეშმარიტი მიზანი მშვიდობის დამყარება კი არა, აგრესიის გაგრძელებაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე "ამ სისხლიან დანაშაულზე" სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system