თავში

ბაჩალიაშვილის მამა: სიტყვა მოგვცეს რომ სწრაფად გამოიძიებენ

ბაჩალიაშვილის მამა: სიტყვა მოგვცეს რომ სწრაფად გამოიძიებენ
ბაჩალიაშვილის მამა: სიტყვა მოგვცეს რომ სწრაფად გამოიძიებენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, რომ საქმის სწრაფად გამოიძიების დაპირება მიიღეს.

„როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფრს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცით. მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system