თავში

"ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია"

"ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია"
ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის 5-გვერდიან დასკვნაში, ორი მთავარი კითხვის პასუხია - დადგინდა იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომლის კვალსაც სპეციალისტებმა ახალგაზრდა გოგოს გვამიდან აღებულ ნიმუშებზე მიაგნეს. 

სხეულში აღმოჩენილი 4 პრეპარატიდან განსაკუთრებულ აქცენტს გამოძიება მხოლოდ ერთზე აკეთებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

პრეპარატი, რომლის დასახელებისგან "კურიერმა" თავი შეიკავა, აღმოჩენილია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში. საუბარია მედიკამენტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გარდაცვლილმა გუგლის საძიებო სისტემიდან მიიღო.

გამოძიებისთვის საკვანძო პრეპარატს, ძირითადად, წნევისთვის გამოიყენებენ.

როგორც ირკვევა, ის სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.

კიდევ ერთი კითხვა, რომლითაც მიმართეს ექსპერტიზას უკავშირდებოდა, ალკოჰოლის,ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული, მომწამლავი, ან სხვა ნივთიერებების კვალს - ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. 

 ექსპერტიზის დასკვნაზეც გარდაცვლილის მშობლებს საკუთარი ვერსია აქვთ.ფიქრობენ, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები, შესაძლოა, ახალგაზრდამ მიიღო რაიმე ტკივილის გასაყუჩებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system