თავში

ბაგებში მიწის მასა ჩამოწვა

ბაგებში მიწის მასა ჩამოწვა
ბაგებში მიწის მასა ჩამოწვა

ბაგებში, "მეტრა დეველოპმენტის" ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოწვა. როგორც Report.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

მათივე ცნობით, ადგილზე ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან და შემდგომი ღონისძიებები, მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება. 

"ბაგებში, "მეტრა დეველოპმენტის" ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. მშენებლობა ხორციელდებოდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. შპს. "მეტრა დეველოპმენტს" წარმოდგენილი ჰქონდა სავალდებულო საექსპერტო შეფასებები, მათ შორის გეოლოგიური დასკვნა, თუმცა ფერდობის ერთ მონაკვეთში, კლდოვანი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა თიხნარი. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, გეოლოგები შეისწავლიან ადგილზე ვითარებას და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები", - განუცხადეს Report.ge-ს თბილისის მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system