თავში

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი "შინდისის" ჩვენებით გაიხსნა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი "შინდისის" ჩვენებით გაიხსნა
ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი შინდისის ჩვენებით გაიხსნა

ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება დიმიტრი ცინცაძის ფილმ "შინდისის" ჩვენებით მაყურებლით სავსე დარბაზში გაიხსნა. ფილმის ჩვენებას კინოსექტორისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია "შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან.

ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.
ქართული კინოს ფორუმი 13 ოქტომბერს დაიხურება. კინოჩვენებები კინოთეატრ „ბაკურიანში“ იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.კინოფორუმის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი, სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system