თავში

ბარისახოში, კლდიდან ტრაქტორი გადავარდა-მძღოლის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გახდა საჭირო

ბარისახოში, კლდიდან ტრაქტორი გადავარდა-მძღოლის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გახდა საჭირო
ბარისახოში, კლდიდან ტრაქტორი გადავარდა-მძღოლის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გახდა საჭირო

უბედური შემთხვევა დუშეთის რაიონში-ბარისახოს თემში კლდიდან ტრაქტორი გადავარდა. მძიმედ დაშავდა მძღოლი. რთული რელიეფის და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.

მაშველებმა დაშავებული მოქალაქე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system