თავში

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა
ბათუმის აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა

ცოტა ხნის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისი დაეშვა. ლარნაკადან სამშობლოში 99 მოქალაქე დაბრუნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, სასტუმროებში – „ეიფორია“, „ლეჯენდი“ და „სითი“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

„კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system