თავში

ბათუმის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
ბათუმის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

ავარიული დაზიანების გამო დღეს 11:00 საათზე 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ,,ბათუმის წყალი" ავრცელებს.

წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;
მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;

„ბათუმის წყალი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის. 

,,წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system