თავში

ბათუმში ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა - ერთ პაციენტს საკეისრო ჩაუტარდა

ბათუმში ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა - ერთ პაციენტს საკეისრო ჩაუტარდა
ბათუმში ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა - ერთ პაციენტს საკეისრო ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში ერთ კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

რამდენიმე საათში კიდევ ერთი ორსულის საკეისრო კვეთა იგეგმება.

"ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებული ორსულის საკეისრო კვეთა დასრულდა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახლა მიმდინარეობს მეორე ორსულის მომზადება საკეისრო კვეთისათვის და სავარაუდოდ მისი ოპერაციაც რამდენიმე საათში დასრულდება. ერ ახალშობილისთვის ტესტირება არ ჩაუტარებიათ. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, დასუფთავება, გადავა ბოქსირებულ განყოფილებაში იზოლირებულად, დღის განმავლობაში აუღებენ ნიმუშს და გაიგზავნება კვლევისათვის" - განაცხადა ნუგზარ პაპავამ. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის სამშბიარო სახლში 25 კოვიდინფიცირებული ორსულია მოთავსებული. იგეგმება ორის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"მათი მთავარი პრობლემა იყო ტესტირების პასუხების დაგვიანება, ეს საქმე გვარდება. გუშინ გავაგზავნეთ რამდენიმე ნიმუში, რომლსაც პირველადი კვლევისას უარყოფითი პასუხი ჰქონდათ, თუ მეორეჯერაც დაუდასტურდათ უარყოფითი გავწერთ. ასეთი სულ 4-ია"- განაცხადა პაპავამ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ პაციენტებში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system