თავში

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 

მათივე ინფორმაციით, ექიმი 55 წლის იყო და მას შემდეგი თანმხლები დაავადებები ჰქონდა: ჰქონდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლოეეზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა და შაქარიანი დიაბეტი. 

"კაცი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თერაპიულ დეპარტამენტს, ასე უდროოდ გამოგვაკლდა და დაგვეღუპა. ამ ხნის მანძილზე ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს, იყო მაღალი დონის პროფესიონალი. ვუსამძიმრებ ყველას ამ ტრაგიკული შეთხვევის გამო" - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. 

მისივე ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მდგომარეობა კი გუშინ დილით გაუუარესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system