თავში

ბათუმში წყლის მილის დაზიანების შედეგად გზის საფარი ჩავარდა

ბათუმში წყლის მილის დაზიანების შედეგად გზის საფარი ჩავარდა
ბათუმში წყლის მილის დაზიანების შედეგად გზის საფარი ჩავარდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა და წყალმა ამოხეთქა. შემთხვევის შედეგად გზის საფარი ჩავარდა.

მილის დაზიანების გამო ქუჩაზე გადაადგილება შეფერხებულია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

როგორც ბათუმის მერიაში report.ge-ს განუცხადეს, დაზიანებული სასმელი წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system