თავში

"ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი

"ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი
ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა - რას წერს გიორგი უშიკიშვილი

ქართველი მომღერალი, ფოლკლორისტი და ტელეწამყვანი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც უშიკიშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა მისი სკოლის მოსწავლეებს, ტერიტორიაზე ხალხური სიმღერების შესრულებაზე უარი უთხრა.

"ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (კუს ტბაზე) სადაც არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა სხვადახვა მთავრობის დროს, დღეს ჩემი სკოლის მენეჯერი და პედაგოგი უარით გამოისტუმრეს, (ძალიან რბილად რომ ვთქვა) რომ ჩემმა სკოლის ბავშვებმა და მშობლებმა ბილეთები აიღონ და მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ.

მიზეზი იყო, რომ სამინისტრო არ აძლევთ უფლებას (არც დაუმალავს დირექტორს, რომ მიზეზი მე ვარ).

ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა", - წერს უშიკიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system