თავში

ბავშვი, რომელიც ეხება ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს - ბოლქვაძე

ბავშვი, რომელიც ეხება ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს - ბოლქვაძე
ბავშვი, რომელიც ეხება  ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს - ბოლქვაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი და პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ სკოლებში მუსიკა პროფესიონალურად უნდა ისწავლებოდეს. 

მისი თქმით, ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს. აღნიშნული განცხადება ელისო ბოლქვაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა, სადაც უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს უსმენენდნენ.

"მძიმე პრობლემებია როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას. მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system