თავში

"ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი" - მიხეილ სააკაშვილი

"ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი" - მიხეილ სააკაშვილი
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რეზო გაბრიაძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა - ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.

ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო - პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი.

ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც ალბათ არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველი მხატვარი, თატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში, 6 ივნისს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system