თავში

პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო

პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
პარლამენტმა  ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო

პარლამენტმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო. იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად იქნას დაცული, შემუშავებული იქნა შესაბამისი მექანიზმები, რომლის მიხედვითაც:

“გაძლიერდება ოჯახი და შეიქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის.

გაძლიერდება ბავშვის სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრების სათანადო პირობებისა და განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმები.

შეიქმნება ბავშვის მხარდაჭერის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს, მათ შორის გარკვეული სირთულეების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

შეიქმნება ბავშვის ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე ძალადობის, უხამსობის და სხვა მავნე შინაარსისგან დაცვის სისტემა.

შეიქმნება მექანიზმები ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების.

შეიქმნება ბავშვის ძალადობისაგან დაცვის პრევენციის მექანიზმები, მათ შორის ბავშვთა შორის ჩაგვრა ე.წ. ბულინგი”.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system