თავში

ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი - ღარიბაშვილი

ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი - ღარიბაშვილი
ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ. 

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწგებამდე განაცხადა, მთავრობა ე.წ კომენდატის საათის საკითხს გადახედავს და გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს. 

"სამინისტრო, სისტემა, ეფექტიანად მართავს მდგომარეობას, თუმცა კიდევ ერთხელ გადავხედავთ შეზღუდვების საკითხს, მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში.

ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system