თავში

"ბევრს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამის შესახებ" - ნაზი ჯანეზაშვილი

"ბევრს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამის შესახებ" - ნაზი ჯანეზაშვილი
ბევრს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამის შესახებ - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

"ბევრს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამის შესახებ, მაგრამ სიმართლე აუცილებლად უნდა ვთქვათ.

ერთ მხარეს არის კლანი - მოსამართლეების არაფორმალური გაერთიანება

ხოლო, მეორე მხარეს ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ენერგიით, შესაძლებლობებით და გულწრფელი დამოკიდებულებით ვცდილობთ, რომ შევცვალოთ სასამართლო უკეთესობისკენ.

მაგრამ არ არის მთავარი - ერთიანობა.

ძალიან კარგია რომ მიზანი საერთოა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიები, ხედვები, მიდგომები და გამოცდილება უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი და ისე შევცვალოთ სასამართლო უკეთესობისკენ.

სხვანაირად ეს ქვეყანა სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ისევ დამარცხდება.

ერთი წამით დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მოახერხა მურუსიძემ (და უამრავმა სხვა მისმა თანამოაზრემ), რომ 16 წელია მოსამართლეა და კიდევ 19 წელი იქნება მოსამართლე.

როგორ მოახერხა მიხეილ ჩინჩალაძემ, რომ 14 წელია მოსამართლეა და კიდევ 22 წელი იქნება მოსამართლე.

როგორ მოახერხა ნოკოლოზ მარსაგიშვილმა, რომელიც საბჭოს მდივანია, რომ კონფერენციაზე მისული 251 მოსამართლეიდან 248 მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.

ან იქამდე როგორ აირჩიეს თამარ ონიანი 253 ხმით.

ან უფრო ადრე როგორ აირჩიეს სერგო მეთოფიშვილი 213 ხმით.

კლანის ხელში ძალიან ბევრი ბერკეტია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ, მათ შორის დისციპლინური სამართალწარმოება მოსამართლეების წინააღმდეგ. და ბევრი სხვა...

მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ბევრი რამეა გასააზრებელი და კარგად დასაფიქრებელი, ამიტომ ყველა, მართლა ყველა, უნდა გავერთიანდეთ ერთი იდეის გარშემო და ყველაზე საუკეთესო, სტრატეგიულად ყველაზე გამართლებული გზა უნდა ავირჩიოთ, თორემ ეს 250 ადამიანი სულ გამარჯვებული იქნება კიდევ 20-30 წელი...", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system