თავში

ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება

ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება
ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება

არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება. ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ვირუსს ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის აუცილებლად, სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ამ ინფექციაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეპიდემიის სამედიცინო ასპექტით დასრულება ძალიან შორს არის რეალობისგან. მსოფლიოში გუშინ და გუშინწინაც კი იმდენი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიც ეპიდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები. თუ ერთი ადამიანიც კი დაავადებული იქნება მსოფლიოში ამ დაავადებით, არც ერთი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს მშვიდად ყოფნის უფლება. არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება. ჩვენ არანაირი იარაღი მის წინააღმდეგ არ გვაქვს, გარდა იმუნური სისტემისა და სოციალური პასუხისმგებლობისა. ამის სხვა წამალი არ არსებობს. ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ცოტა მოდუნებამაც კი წარმოშვა უკვე ის ვითარება, რომ დაახლოებით ათი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს უკვე, რომლებზეც არ ვიცით ინფიცირების წყარო. ეს ქმნის ძალიან მაღალ რისკს. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი თავისი ინფექციის დაწყებიდან დამთავრებამდე აინფიცირებს მინიმუმ სამ ადამიანს. ამიტომ ცხრიდან შეიძლება, დაინფიცირდეს 27, 27-დან 27-ჯერ სამი და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიცნობიეროთ ეს ყველაფერი. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რისკებს“, - განაცხადა  ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system