თავში

ბიძინა კულუმბეგოვი: ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა

ბიძინა კულუმბეგოვი: ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა
ბიძინა კულუმბეგოვი: ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა

"სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ", - ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფომ დადგენილი რეგულაციები უნდა შეამსუბუქოს და კონტროლი უნდა გაამკაცროს. 

"ბევრ სარესტორნო სივრცეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, ვიდრე რესტორანს დაჯავშნი, უნდა მიხვიდე ნახევარი საათით ადრე, სწრაფი ტესტის პასუხს უნდა დაელოდო გარეთ. თუ ხარ უარყოფითი, მერე გიშვებენ რესტორანში. ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა. სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ და არ არიან ხელშემყურე, მხოლოდ ქვეყანა რას მოიფიქრებს.

თვითონაც უნდა იყვნენ მოტივირებული, რაც უფრო მეტი იქნება ინფექციის კონტროლი მათ დაწესებულებებში, გადარჩებიან დიდი ხანი და არავითარი პრობლემა არ იქნება, არ შეექმნება მათ დახურვის საფრთხე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system