თავში

,, ბილიკი ჩაირბინეს და არაგვის პირას აღმოჩნდნენ"- სად და როგორ გაუსწორდნენ შაქარაშვილს

,, ბილიკი ჩაირბინეს და არაგვის პირას აღმოჩნდნენ"- სად და როგორ გაუსწორდნენ შაქარაშვილს
,, ბილიკი ჩაირბინეს და არაგვის პირას აღმოჩნდნენ- სად და როგორ გაუსწორდნენ შაქარაშვილს

მდინარის სანაპიროზე, სადაც გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავტომობილო გზიდან ბილიკი ჩადის. დაღუპულის ოჯახი და გამოძიება სწორედ ამ ვერსიას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდებმა ბილიკი ჩაირბინეს და არაგვის პირას აღმოჩნდენ. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მდინარეზე გიორგი სიბნელეში მორბოდა და მას მდევრები ფანრებით მისდევდნენ. 

მირიან ნიკოლაძე გამორიცხავს ვერსიას, რომ დაპირისპირება ხიდზე მოხდა და მსვხვერპლი მოაჯირიდან გადააგდეს. მისი თქმით, ტერიტორიის შესწავლისა და ექსპერტიზის შედეგად ეს ვერსია არ დადასტურდა.

„გამორიცხულია ამ სიმაღლიდან გადააგდო ადამიანი და მას არ ჰქონდეს რაიმე სერიოზული დაზიანება. ან ფეხზე, ან თავის ქალაზე, ან სადმე სხვაგან. 12 დაზიანება აქვს. თვალბუდის არედან დაწყებული, ტუჩების მიდამოებში. ყველაზე მძიმე დაზიანება აქვს ზურგის მიდამოში. ექსპერტიზის დასკვნით ის წააქციეს და წიხლები ურტყეს. აქვს დაზიანება მენჯ-ბარძაყის არეში, მუცლის ქვემოთ ტერიტორიაზე. ბავშვი ჩამორბენის დროს, დაგორებით, წაქცევით ან სხვა რაიმე მოქმედებით ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ვერ ნახავთ მსოფლიოში ექსპერტს, რომელიც გეტყვით, რომ ყველგან, თვალბუდის არეში, ტუჩზე, საზარდულზე, ხელებზე, ყველან ერთი დაგორებით მიიღოს დაზიანება. ეს არის დადგენილი, რომ ბავშვი არის ნაცემი. დაგორებით, ვერ მიიღებდა ამ დაზიანებებს კომპლექსურად, ვერანაირად", - აცხადებს შაქარაშვილის ბიძა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system