თავში

ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის ხელმოწერების შეგროვება იწყება
ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

ბიოფერმერების მხარდასაჭერად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მენეჯერი, თამაზ დუნდუა ავრცელებს.

სოციალურ ქსელში თამაზ დუნდუა პეტიციის ტექსტის სამუშაო ვერსიასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერები მოითხოვენ, რომ სტრატეგიის მიხედვით, ბიო წარმოების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდეს; სახელმწიფომ სასერტიფიკაციო ხარჯები დააფინანსოს; ბიო სათესლე მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებას ხელი შეუწყოს; პროდუქციის შემნახველი სიმძლავრეების ინფრასტრუქტურა შექმნას და ა.შ.

„წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამებით. სახელმწიფო ფიტოსანიტარული პროგრამების ფარგლებში (მაგ., აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა), პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას და/ან ბიომწარმოებლების უფლებების დაცვის მიზნით ბიომწარმობელებისათვის შეთავაზებული იქნას ალტერნატიული, ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system