თავში

პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია იწყება

2020-2021 სასწავლო წლისათვის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის III ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება.

კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში.

ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.

,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.

აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე.

მე-3 ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე მე-4 ეტაპზეც. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაციის თხოვნით უნდა მიმართონ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას", - აღნიშნულია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system