თავში

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

TV პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვახტანგ წერეთლის განცხადებით, მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. მისი თქმით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამ ეტაპზე დიაგნოზი უცნობია. 

ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იმ სასამართლო პროცესებს უკავშირებს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, 70 წლის ადამიანს, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს გადატანილი და სისტემატიურ მკურნალობას საჭიროებს, თითქმის ყოველდღე უწევს სასამართლოში სიარული.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოგვიანებით ბიზნესმენმა გირაო გადაიხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system