თავში

ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ
ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი კუთვნილი მიწების გაყიდვას, ადგილობრივი ხელისუფლება აუქციონის წესით გეგმავს.

ქობულეთის მცხოვრებლები, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სოფელ ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ინვესტორს არ შეუშვებენ და შიმშილობას დაიწყებენ.

აუქციონის შეჩერების მოთხოვნით დღეს ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდნენ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კი განაცხადა, რომ მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც აუქციონის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, ამიტომ სამინისტრო გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას არ აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system